“ქართული ოცნების” დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ ევროპარლამენტარების მიერ გუშინ გაკეთებული განცხადებების აბსოლუტური უმრავლესობა “უსაფუძვლო იყო”.
“მე მგონი შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა ის, რომ ამ განცხადებებიდან აბსოლუტური უმრავლესობა იყო უსაფუძვლო, წინააღმდეგ შემთხვევაში, იმ ქვეყანაში სადაც თუ ისინი რეალურად ფიქრობენ და მტკიცებულება აქვთ, რომ საქართველოში პრორუსული მთავრობაა, ოლიგარქიაა, დემოკრატია უკან მიდის და ქვეყანა იქცევა და ამის ფონზე, მაინც უნდა მიანიჭონ სტატუსი, ბუნებრივია, ეს ლოგიკასთან კავშირში არ არის”, – თქვა მაჭარაშვილმა.