დიდი შვიდეულის სამიტის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე, გაერთიანებული სამეფოს 95 წლის მონარქმა, ელისაბედ მეორემ სადღესასწაულო ტორტი ხმლით გაჭრა.
“ვიცი, რომ დანაც არის, მაგრამ ასე უფრო უჩვეულოა”. – ამ სიტყვებით უპასუხა მონარქმა თანმხლებ პირს, რომელმაც ხმლის ნაცვლად დანა შესთავაზა.
ტორტის დაჭრაში დედოფალს კორნუელის ჰერცოგინა, კამილა დაეხმარა. ვიდეოს ” Reuters” ავრცელებს.