ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) სსიპ-ებსა და დამოუკიდებელ უწყებებში 2020 წელს გაცემული პრემიები და სახელფასო დანამატები შეისწავლა და IDFI-ის კვლევის მიხედვით, 2020 წელს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 3 მილიონი ლარის პრემია-დანამატი გასცა.
IDFI-ის მიხედვით, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ და 4-მა წევრმა 2020 წელს პრემიის სახით მიიღეს სულ 218 176 ლარი.
კერძოდ: კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ პრემიის სახით 45 000 ლარი აიღო.
კომისიის წევრებმა:
- გოჩა შონიამ – 44 700 ლარი;
- გიორგი ფანგანმა – 56 600 ლარი;
- მაია მელიქიძემ – 27 175 ლარი;
- გიორგი ფრუიძემ – 44 700 ლარი;
კომისიაში 2020 წელს შტატგარეშე თანამშრომლებზე გაიცა 99 818 ლარის პრემია და დანამატი.