„რომელი ნესტან – დარეჯანი სააკაშვილია ციხიდან, რომ ვიღაცამ, სადღაც ციხიდან გამოიხსნას. რაზეა საუბარი“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
კობახიძის თქმით, შიმშილობაზე პასუხისმგებელი თავად პატიმარია, მაგრამ გართულების შემთხვევაში იუსტიციის სამინისტრო პასუხისმგებლობის შესაბამისად იმოქმედებს.
„რომელი ნესტან – დარეჯანი სააკაშვილია ციხიდან, რომ ვიღაცამ, სადღაც ციხიდან გამოიხსნას. რაზეა საუბარი. ძალიან მარტივად კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, მთავარია ადამიანის უფლებების დაცვა და მთავარია იმ რეგულაციების დაცვა, რომელიც არის დაკავშირებული პატიმართან.
შიმშილობაზე თვითონ პატიმარი არის პასუხისმგებელი, მაგრამ შიმშილობის გამო თუ რაიმე გართულება იქნება, ამაზე ბუნებრივია ეს არის იუსტიციის სამინისტროს პასუხისმგებლობა. ბუნებრივია, იუსტიციის სამინისტრო იმოქმედებს პასუხისმგებლობის შესაბამისად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.