საქართველოში გამოყენებული ოთხივე ვაქცინა მოქმედებს დელტა ვარიანტის საწინააღმდეგოდაც, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ “საზოგადოებრივი მაუწყებელთან” განაცხადა.
„დღეისთვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან ავტორიზებულია ექვსი ვაქცინა. აქედან ოთხი არის საქართველოში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ოთხივე ვაქცინა არის ეფექტური კორონავირუსის სხვადასხვა ვარიანტის წინააღმდეგ, მათ შორის ბრიტანული, ისე ინდური ვარიანტის წინააღმდეგ. მკაფიოდ გვინდა დავაფიქსიროთ აზრი, რომ დღეისათვის საქართველოში გამოყენებული ოთხივე ვაქცინა მოქმედებს დელტა ვარიანტის საწინააღმდეგოდაც“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ