დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მერობის კანდიდატთან დაკავშირებით ინფორმაცია მომავალ კვირას გახდება ცნობილი.
„კანდიდატებთან დაკავშირებით, თუ ვინ იქნება დედაქალაქის მერი, ამაზე მომავალ კვირას გექნებათ სრულყოფილი ინფორმაცია“,- განაცხადა კალაძემ ჟურნალისტებთან.
ამ დროისთვის თბილისის მერობის მხოლოდ ორი კანდიდატია ცნობილი – ანა დოლიძე და ზაზა ხატიაშვილი.