აგუნას გადმოძახილი, გურული ჩიჩილაკი, მუცლის სალოცავი, ჭურის გახსნა, ტრადიციული მეკვლე, მრავალჟამიერი,საკალანდო ბაზრობა, ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები და გალა-კონცერტი თეატრალური კვარტეტისა და ბენდის მონაწილეობით, დასასრულს კი გრანდიოზული ფოიერვერკი, – ასე შეეგებნენ გურულები ახალი წლის მობრძანებას 2022 წელს.
ტრადიციული საკალანდო ღონისძიების დაწყებამდე, სოფელ შემოქმედში საკალანდო ბაზრობა გაიხსნა; მასპინძლები: ადგილობრივი მეწარმე ოჯახები, – ჩხაიძეები, ჟღენტები, შარაშიძეები, ვაშალომიძეები, მდინარაძეები, დარჩიები და ზაქარიაძეები იყვნენ.
ტრადიციული თეატრალური წარმოდგენა კი, რომელიც ასახავს, თუ როგორ ხვდებოდნენ წლების წინ გურიაში კალანდას, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში, ეთნოგრაფიულ მუზეუმში/ეზოში გაიმართა.
ღონისძიების ორგანიზატორი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია იყო. გურულებს კალანდა მიულოცა ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ.
ღონისძიებას ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა, გურიის მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე და გურიის გუბერნატორი გიორგი ურუშაძე ესწრებოდნენ.
ფოტორეპორტაჟი: