“გირჩის” ერთ-ერთ ლიდერს, იაგო ხვიჩიას სანაძლეო აქვს დადებული სანდრო რექვიაშილთან თაკო ჩარკვიანის და შალვა ნათელაშვილის პარლამეტში შესვლა-არშესვლაზე. ამის შესახებ თავად პოლიტიკოსმა განაცხადა “პალიტრანიუსის” ეთერში.
“მე და სანდრო რაქვიაშვილს ნიძლავი გვაქვს დადებული სახინკლეზე. მე ვამბობ, რომ თაკო ჩარკვიანი პარლამენტში შევა. სანდრო რაქვიაშვილი ფიქრობს, რომ არ შევა. ასევე, ბატონ შალვა ნათელაშვილზე. ზოგადად, მგონია, რომ ესენი ყველა შევლენ. ეს ხალხი, ვინც უშვერი სიტყვებით ილანძღებოდნენ, მთელი პროცესის მიმართ, ვისაც შეთანხმება უნდოდა. შეთანხმების შედეგებით დიდი სიამოვნებით ისარგებლებენ და ჩვენზე წინ დაჯდებიან პარლამენტში.”