ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა ორბელიანების სასახლეში ქართველ კოლეგას, სალომე ზურაბიშვილს ხვდება. გიტანას ნაუსედა დახვედრის ოფიციალური ცერემონიით მიიღეს.
დღის წესრიგის მიხედვით, აუდიენციის შემდეგ, შეხვედრა გაფართოებული შემადგენლობითაც გაიმართება. პრეზიდენტები ერთობლივ განცხადებებსაც გააკეთებენ.
ლიეტუვის პრეზიდენტი აუდიენციას გამართავს პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. დაგეგმილია სტუმრობა საპატრიარქოში ილია მეორესთან.
ასევე, ვიზიტის ფარგლებში, ლიეტუვის პრეზიდენტი საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს. ოფიციალურ შეხვედრებამდე კი, ნაუსედა საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა.