24.11.2024

მედიის ადვოკატირების კოალიცია – „ოცნების” მოთხოვნა, რომ კომუნიკაციების კომისიამ 3 კრიტიკული ტელევიზია დაასანქციროს, საგანგაშოა

მედიის ადვოკატირების კოალიცია “ქართული ოცნების” მოთხოვნას, რომ კომუნიკაციების კომისიამ სამი კრიტიკული მაუწყებელი: “ფორმულა”, “მთავარი არხი” და ტელეკომპანია “პირველი” კამპანია “შინ ევროპისკენ” კლიპის ეთერში განთავსების გამო დაასანქციროს, საგანგაშოდ მიიჩნევს.

მედიის ადვოკატირების კოალიცია კომუნიკაციების კომისიას მოუწოდებს, კრიტიკული მედიასაშუალებების შეზღუდვის პრაქტიკა არ გააგრძელოს და გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინოს როგორც სადავო საკითხის მნიშვნელობა, ისე მედიის თავისუფლების შეზღუდვის რისკები.

„ქართული ოცნების” შეფასებით, 2022 წლის 23-25 ივნისს გავრცელებული რგოლი წინასაარჩევნო/პოლიტიკური შინაარსისაა,“ქართული ოცნების” და მისი იდეის უარყოფითად ფორმირებას ემსახურება და მიზნად სამომავლო არჩევნებში არჩევისათვის ხელის შეშლას ისახავს. ამდენად, თავადვე მიუთითებს, რომ წარმოების მიზანი მედიასივრცეში პარტიის მიმართ უარყოფითი მესიჯების გაქრობა და მათთვის არასასურველ საკითხებზე კრიტიკული მოსაზრებების შეზღუდვაა.

მმართველი პარტიის მიმართ კრიტიკული შინაარსის ვიდეო რგოლების განთავსების ხელშეშლა სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და ქვეყანაში პლურალიზმს საფრთხეს უქმნის. ამგვარი დამოკიდებულება თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს მართვის პრინციპებთან შეუთავსებელია“, – აღნიშნულია მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადებაში.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img