ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი, ნიკოლოზ ფაჩუაშვილი არ გამორიცხავს, რომ თუ შესაძლებელი იქნება, სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.
„არ ვიცი, რა განჩინებაა, არ ვიცი, რა ტიპის გადაწყვეტილებაა მიღებული და თუ შეიძლება გასასჩივრება, რა თქმა უნდა, გავასაჩივრებთ. ვნახოთ, რა არის და როგორ არის და ამის მიხედვით“, – განუცხადა ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა ტელეკომპანია „რუსთავი2-ს“.
ცნობისათვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს დროებითი განჩინების მიხედვით, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ შუამდგომლობა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ყველა ბავშვის გაყვანასთან დაკავშირებით დააკმაყოფილა.