25.11.2024

ნაზი ჯანეზაშვილი: „სასამართლო სისტემის რეფორმა უნდა ემსახურებოდეს ხალხის ინტერესს და არა, „კლანს“

„ვერასდროს ჩატარდება საქართველოში ეფექტური რეფორმა, თუკი რეფორმის ინტერესები მორგებული იქნება ე.წ. კლანზე“ – ეს განცხადება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა დღეს, ჟურნალისტებთან გააკეთა. 

ნაზი ჯანეზაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსის შეჩერებას ითხოვს და აცხადებს, რომ ოქტომბერში დაწყებული კონკურსის დროს გამოვლინდა არაერთი დარღვევა. ჯანეზაშვილის თქმით, დარღვევები ეხება როგორც კანონით გათვალისწინებულ პროცედურებს, ასევე ინტერესთა კონფლიქტს.

„დარღვევები ეხება ვადებს. კანონით არის დადგენილი კონკრეტული ვადები, როდესაც უნდა დაიწყოს კანდიდატების მოსმენა. მეორე და მესამე კონკურსის დროს ეს ვადები არ ყოფილა დაცული და გასაუბრება დღემდე არ დაწყებულა, მიუხედავად იმისა, რომ იანვარსა და თებერვალში უნდა დაწყებულიყო. ასევე მნიშვნელოვანია, რომ კითხვებს აჩენს უშუალოდ გასაუბრების მიმდინარეობის პროცესი პირველ კონკურსთან მიმართებით, რომელმაც მიიღო არასტაბილური ხასიათი და ამ საკითხზე დამაჯერებელი პასუხი არ გაუცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს.

ასევე, დარღვევები შეეხება ინტერესთა კონფლიქტს. ეს შეეხება დიმიტრი გვრიტიშვილს, რომელიც მონაწილეობს იმ კონკურსში, სადაც ის აფასებს თავის კონკურენტებს და ეს არის ცალსახა, სერიოზული პრობლემა. მას არ უნდა ჰქონდეს ამის უფლებამოსილება, ვინაიდან ეს არის ერთი მთლიანი პროცესი.

დაახლოებით 25 კანდიდატი მეორდება. ისინი მონაწილეობენ ან ორ კონკურსში ან სამივეში. ეს ნიშნავს, რომ გვრიტიშვილის კონკურენტები ამ ეტაპზეც არიან და შემდეგ ეტაპებზეც.

ასევე ირაკლი შენგელიასთან დაკავშირებით: მისი ცოლის ძმა არის, რომელსაც უნდა, რომ გახდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე და ასევე, მისი ბიძაშვილი. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ შენგელია ჩამოშორდა გასაუბრების პროცესს, მას ჰყავს დაკავშირებული პირები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. ერთი მხრივ, ნათელმირონით ზაზა ხარებავა და მეორე თამარ ღვამიჩავა, რომელიც ამბობს, რომ საერთო წინაპარი ჰყავთ. შუამავალი რგოლი ამ შემთხვევაში გამოდის ირაკლი შენგელია, რომელსაც ჰყავს კანდიდატები ნათესავები და ასევე, საბჭოში მისი ნათესავები“ – განაცხადა ჯანეზაშვილმა ჟურნალისტებთან.

მისი თქმით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შეუძლია, მიიღოს გადაწყვეტილება და კონკურსი აღარ გააგრძელოს, ვინაიდან არის დარღვევები.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი ასევე,  გამოეხმაურა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებას სასამართლოსთან დაკავშირებით.

„ევროკომისიის ანგარიშში პირდაპირ არის მითითებული, რომ უზენაესი სასამართლოს კანდიდატურების შერჩევაზე კანონი არის დასახვეწი და ვფიქრობ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ეს რეკომენდაცია უნდა გაითვალისწინოს.

გამოსავალი სწორედ იმაშია, რომ ქვეყანამ ამ ეტაპზე მაინც გადაწყვიტოს, რომ მას სჭირდება ნამდვილად დემოკრატიული სასამართლო და რომ რეფორმები უნდა ემსახურებოდეს ხალხის ინტერესებს და არა, „კლანს.“ – განაცხადა  უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოში ჩასატარებელია სასამართლო სისტემის რეეფორმა, რომელსაც ექნება ნდობა.

„ვერასდროს ჩატარდება საქართველოში ეფექტური რეფორმა, თუკი რეფორმის ინტერესები მორგებული იქნება ე.წ. კლანზე. დღეს სასამართლო სისტემის უმთავრესი გამოწვევაა „კლანური“ მმართველობა, რასაც სხვადასხვა პრობლემა მოჰყვება უშუალოდ სასამართლო სისტემაში

„ვერასდროს ჩატარდება საქართველოში ეფექტური რეფორმა, თუკი რეფორმის ინტერესები მორგებული იქნება ე.წ. კლანზე. დღეს სასამართლო სისტემის უმთავრესი გამოწვევაა „კლანური“ მმართველობა, რასაც სხვადასხვა პრობლემა მოჰყვება უშუალოდ სასამართლო სისტემაში. ამიტომ, რეფორმები თავიდანვე ცხადი იყო, რომ წარუმატებელი იქნებოდა. რადგან ხშირ შემთხვევაში, პოზიტიურ ცვლილებებთან ერთად კანონმდებლობაში ისეთი ცვლილება ტარდებოდა, რომელიც მიხეილ ჩინჩალაძის „კლანის“ ინტერესებს ერგებოდა. ამიტომ, გამოსავალი სწორედ იმაშია, რომ ქვეყანამ ამ ეტაპზე მაინც გადაწყვიტოს, რომ მას სჭირდება ნამდვილად დემოკრატიული სასამართლო და რომ რეფორმები უნდა ემსახურებოდეს ხალხის ინტერესებს და არა, „კლანს“. ეს არის მთავრი ხაზი, რომელიც ამ რეფორმას უნდა ჰქონდეს“.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველო – ახალი პარლამენტი, ლეგიტიმაციის კრიზისი და დემოკრატიის ჩიხი

საქართველო-დემოკრატიის ჩიხი დღეს, 25 ნოემბერს საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა იმართება, თუმცა ეს მოვლენა არაერთი საკვანძო საკითხით, კრიტიკითა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img