22.11.2024

ნინო ლომჯარია – შინაგანი რწმენა მაქვს, რომ საქართველოში ხორციელდება უკანონო მიყურადება, ასეთი ფაქტები მკაცრი რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს

ავთენტურობაზე ვერაფერს გეტყვით. პირადად მე ნაკლებად მაქვს შეკითხვები, ხომ არ არის მსგავსი ფაქტები გაყალბებული, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით ლომჯარიამ უპასუხა ჟურნალისტის კითხვაზე: „ხომ არ გიჩნდებათ კითხვები გავრცელებული ჩანაწერების ავთენტურობასთან დაკავშირებით“.

„ავთენტურობაზე ვერაფერს გეტყვით, თუმცა ბევრი ინფორმაცია ვრცელდება – როგორც მედიით, ასევე, ჩვენთან ცალკეული განმცხადებლები საუბრობენ ამ თემებზე. პირადად მე ნაკლებად მაქვს შეკითხვები, ხომ არ არის მსგავსი ფაქტები გაყალბებული. სამწუხაროდ, მაქვს შინაგანი რწმენა, რომ საქართველოში ხორციელდება უკანონო მიყურადება და თვალთვალი პირად ცხოვრებაზე. მიუხედავად საკუთარი სტატუსისა, ყველა ადამიანს აქვს უფლება, მისი პირადი ცხოვრება იყოს დაცული. არავის აქვს უფლება, ეს ინფორმაცია შეაგროვოს და ვინმეს საწინააღმდეგოდ გამოიყენოს. ამ ფაქტების შესწავლით დავინტერესდით. ასეთი ფაქტები არ უნდა დარჩეს მკაცრი რეაგირების გარეშე“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ამასთან, ჩანაწერების საკითხზე საუბრისას, სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ ინფორმაციის გავრცელებისას დაცული უნდა იყოს პირის პერსონალური მონაცემები და მედიამ გაშუქების დროს სტანდარტი დაიცვას.

„ასეთი ინფორმაციის გავრცელებისას, მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული პირის პერსონალური მონაცემები. ინფორმაცია, რომელიც იძლევა პირის იდენტიფიცირების საშუალებას, უნდა იყოს დაფარული. ეს არის ძალიან პერსონალური მონაცემი და მისი გაშუქების დროს მედიამ უნდა დაიცვას სტანდარტი. თუ ეს ასე არაა, ეს არის დარღვევა. მედიას მოვუწოდებ, ასეთი რამ თუ ხდება, არ დაუშვან და მკაცრად გააკონტროლონ, რაც პირის ინდენტიფიკაციას მოახდენს. თუმცა, ვფიქრობ, ამაზე მსჯელობა არის მედიის მოვალეობა და მათ უნდა გააშუქონ მსგავსი ფაქტები“, – აღნიშნა ლომჯარიამ.

ინტერნეტში სასულიერო პირებსა და საპატრიარქოს თანამშრომლებზე სავარაუდო წერილობითი და აუდიომასალა გავრცელდა. ის ცალკეულმა ტელეკომპანიებმა ეთერითაც გადასცეს. გავრცელებული ფაილები ცალკეული სასულიერო პირების პირად ცხოვრებას ეხება. ფაილები შეიცავს არასრულწლოვანთა შესახებ ინფორმაციასაც. საქართველოს პირველი არხი არ გთავაზობთ თავად ამ მასალას, რადგან იგი შეიცავს პირად ინფორმაციას. ამასთან, მათი ავთენტურობა დადასტურებული არ არის.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img