დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ამ ეტაპზე სრულად ვაქცინირებული არ არის იმ რაოდენობის მოქალაქე, რომ მათ გარკვეული წამახალისებელი ღონისძიებები დაუწესდეთ, თუმცა, სექტემბრიდან, მათ მეტი თავისუფლება ექნებათ.
ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ იგეგმება სრულად ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის გარკვეული შეღავათების დაწესება, მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა, იმნაძე დასძენს, რომ აღნიშნულზე მსჯელობა მიმდინარეობს.
„სამწუხაროდ, ჯერ ვაქცინირებული ადამიანების წილი არ არის იმდენი, რომ ეს მოხერხდეს. გამოცხადებულია, რომ სექტემბრიდან, ამ ადამიანებს უსაფრთხოებიდან გამომდინარე მეტი თავისუფლება ექნებათ. რა თქმა უნდა, ამაზე მსჯელობა მიმდინარეობს და ეს იქნება. ეს უსაფრთხოების ზომების დაცვაა. არის ვიღაც, ვინც მეტ საფრთხეს წარმოადგენს თავის თავისთვის და საზოგადოებისთვის, არის ის, ვინც ნაკლებ საფრთხეს წარმოადგენს თავისი თავისთვის და საზოგადოებისთვის“,- აღნიშნავს იმნაძე.