23.11.2024

პარიზში სავალდებულო ვაქცინაცია და რეგულაციების დაწესება ათასობით ადამიანმა გააპროტესტა – აქციებზე პოლიციასთან დაპირისპირება მოხდა

საფრანგეთში ჯანდაცვის სფეროში მომუშავეთა სავალდებულო ვაქცინაცია და რეგულაციების დაწესება ათასობით ადამიანმა გააპროტესტა. საპროტესტო აქციაზე  დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებაც მოხდა და პოლიციამ აქციის მონაწილეების საწინააღმდეგოდ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის მდგომარეობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც აქციის მონაწილეებმა პოლიციის მოტოციკლი გადააყირავეს, რომელზეც ორი სამართალდამცველი იჯდა.

დემონსტრანტები პანდემიასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს და შესაძლო სავალდებულო ვაქცინაციას აპროტესტებდნენ. აქციაზე იყო ტრაფარეტები ლოზუნგით – “დასრულდეს დიქტატურა”.

აქციები დაგეგმილი იყო საფრანგეთის სხვა ქალაქებშიც – მარსელში, მონპელიეში, ნანტში, ტულუზაში.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შაბათს ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციებში 161 000-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

აღსანიშნავია, რომ უახლოეს დღეებში საფრანგეთის პარლამენტმა კენჭი უნდა უყარონ კანონპროექტს, რომელიც ჯანმრთელობის საშვს შემოიღებს და ვაქცინაციას ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისთვის სავალდებულოს გახდის. საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განაცხადებით, აგვისტოდან სავაჭრო მოლებში, კაფეებში, ბარებში, რესტორნებსა და კინოთეატრებში კოვიდპასპორტების წარდგენის გარეშე მოქალაქეები არ დაიშვებიან. ამასთან, სამედიცინო სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო ხდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ანაზღაურებას ვერ მიიღებენ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img