რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ყირიმში დღეს, 16 აგვისტოს დილით აფეთქება მოხდა. ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია ადასტურებს და წერს, რომ ცეცხლი საბრძოლო მასალის საწყობში გაჩნდა.
ინფორმაცია RIA-ს სოფელ მაისკოეს ე.წ. საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკოლაი კარპეცმა დაუდასტურა.
“დიახ, საბრძოლო მასალა აფეთქდა. ეს, დაახლოებით, დილის 6 საათზე მოხდა”. – უთხრა მან რუსულ სამთავრობო მედიას. მისივე სიტყვებით, მცირე აფეთქებები ამ დრომდე გრძელდება.
ყირიმის მარიონეტი ხელმძღვანელის, სერგეი აქსენოვის თქმით, აფეთქებისას 2 ადამიანი დაშავდა. დაიწყო იმ მოქალაქეების ევაკუაცია, რომლებიც 5 კმ-ის რადიუსში ცხოვრობენ.