22.11.2024

რატი ბრეგაძე – მრავალპროფილური კლინიკა არ ნიშნავს სამოქალაქო კლინიკას

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ კონსილიუმის ბოლო დასკვნაში, რომელიც სარეკომენდაციო ხასიათისაა, საუბარია მსჯავრდებულ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციაზე მულტიპროფილურ კლინიკაში, რაც არ ნიშნავს სამოქალაქო კლინიკას.

ბოლო დასკვნა, რომელიც დადო კონსილიუმმა, არის სარეკომენდაციო ხასიათის და მასში ნათქვამია, რომ თუკი საჭირო იქნება ჰოსპიტალიზაცია, ის უნდა განხორციელდეს მულტიპროფილურ კლინიკაში. აქ არ ყოფილა საუბარი სამოქალაქო კლინიკაზე, რაშიც გვადანაშაულებენ ზოგიერთი ტელევიზიის წარმომადგენლები და ოპონენტები… მრავალპროფილური კლინიკა არ გულისხმობს ავტომატურად სამოქალაქო კლინიკას… ექიმებთან შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი რომელიმე კონკრეტულ კლინიკაზე, მათ შორის, სამოქალაქოზე“,  განაცხადა რატი ბრეგაძემ.

იუსტიციის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ არავითარი წინააღმდეგობა სამინისტროს განცხადებებსა და მედიკოსების კონსილიუმის რეკომენდაციებს შორის არ არსებობს და ყველა მსგავსი განცხადება სპეკულაციაა. 

რაც შეეხება №18 სამედიცინო დაწესებულებას, მისი თქმით, ის მზად არის პაციენტის მისაღებად და, სპეციალისტების შეფასებით, სრულად აკმაყოფილებს საჭირო სტანდარტებს. შესაბამისად, საჭირობის შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა ამ დაწესებულებაში მოხდება. 

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img