რესპუბლიკურ საავადმყოფოში AstraZeneca-ს ვაქცინის მეორე დოზის გასაკეთებლად მისული მოქალაქეების აცრა ვერ მოხერხდა. მიზეზი – კლინიკაში ვაქცინები არ იყო.
ამირან გამყრელიძემ განმარტება გააკეთა და მიზეზად ლოჯისტიკური პრობლემა დაასახელა. მისი თქმით, რეგიონებიდან პრეპარატის გადმოგზავნის შემდეგ შეფერხება აღმოფხვრილია.
“პასუხისმგებლობა ჩვენი, ყველასია. ვიზიარებთ ამ პასუხისმგებლობას, რაც მოხდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში. მოვახდინეთ მობილიზება ქუთაისიდან, გორიდან, მცხეთიდან გარკვეული ნამატი დოზების რაც იყო და ვინც რესპუბლიკურში დღეს იყო ჩაწერილი, დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მიიღებს შესაბამის მეორე დოზას”. – თქვა ამირან გამყრელიძემ.
მოგვიანებით ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემც გააკეთა განმარტება საკითხთან დაკავშირებით და საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.