რუსი ოკუპანტები მარიუპოლში სულ მცირე 20 ათას უკრაინელს “საფილტრაციო” ბანაკში ამყოფებენ.
როგორც ქალაქის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა პეტრ ანდრუსჩენკომ აღნიშნა, კიდევ 5-7 ათასი ადამიანი ბეზიმიანნოეს “საფილტრაციო” ბანაკში იმყოფება და დეპორტაციისთვის ამზადებენ.
“განახლებული ინფორმაციის მიხედვით, ოკუპანტები საფილტრაციო ბანაკში ამყოფებენ სულ მცირე 20 ათას ადამიანს მანგუ-მიკოლაევის-იალტას ტერიტორიაზე”, – განაცხადა ანდრიუსჩენკომ.