Info Rustavi-ის ინფორმაციით რუსთავის მიმდებარედ ენოტმა კაცი დაკბინა. მოქალაქემ რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოს მიმართა.
კლინიკის ექიმის, ირაკლი ჯანგულაშვილის ინფორმაციით, კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე არ არის, მას გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება და გაეწერა კლინიკიდან. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა რუსთავის მიმდებარედ არსებულ ერთ-ერთ მონასტერთან მოხდა.