24.11.2024

სად და რა რაოდენობით გაყინული ფრინველის ხორცს ყიდულობს საქართველო

2021 წელს საქართველომ 102 703 კილოგრამი ქათმის გაყინული ხორცი დაახარვეზა – 20 203 კილოგრამი ეტიკეტზე დატანილი შეუსაბამო ინფორმაციის გამო იმპორტიორ ქვეყანას დაუბრუნა, 82 500 კილოგრამი კი პროდუქტში აღმოჩენილი მავნე ნივთიერების გამო გაანადგურა.

ზოგადად, საქართველო ყოველწლიურად 50-55 ათას ტონა გაყინულ ფრინველის ხორცს ყიდულობს და ქვეყნიდან საშუალოდ 60-65 მლნ დოლარი გადის. 2021 წლის იანვარ-მაისში საქართველოში 21,423 მლნ დოლარის ღირებულების 19 057 ტონა გაყინული ქათმის იმპორტი უკვე განხორციელდა. ძირითადი იმპორტიორი ქვეყანა კი თურქეთი იყო, სადაც საქართველომ 6,539 მლნ დოლარის ღირებულების 4 958 ტონა ქათამი იყიდა.

Top-10 ქვეყანა, სადაც საქართველო გაყინული ქათმის ხორცს ყიდულობს:

  • თურქეთი – 4 958 ტონა (6,539 მლნ დოლარი)
  • ბრაზილია – 2 850 ტონა (3,077 მლნ დოლარი)
  • ნიდერნალდები – 2 376 ტონა (2,556 მლნ დოლარი)
  • უკრაინა – 2 104 ტონა (2,220 მლნ დოლარი)
  • აშშ – 1 938 ტონა (1,336 მლნ დოლარი)
  • გერმანია – 1 396 ტონა (1,511 მლნ დოლარი)
  • საფრანგეთი – 811 ტონა (879,7 ათასი დოლარი)
  • დანია – 768 ტონა (845,5 ათასი დოლარი)
  • ჩინეთი – 607 ტონა (1,204 მლნ დოლარი)
  • პოლონეთი – 200 ტონა (216,7 ათასი დოლარი)

ამასთან, საქართველო გაყინული ქათმის ხორცს ყიდულობს კანადაში, ფინეთში, ლიეტუვაში, ესპანეთში, ბელგიაში, რუსეთსა და ა.შ.

წყარო: bpn.ge

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img