22.11.2024

საფრანგეთის პმ – საფრანგეთი ქაბულის აეროპორტიდან ევაკუაციას 27 აგვისტოს საღამოდან შეაჩერებს

საფრანგეთი ქაბულის აეროპორტიდან ევაკუაციას 27 აგვისტოდან შეაჩერებს.

ეს განცხადება საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ჟან კასტექსმა გააკეთა

მისი თქმით, საევაკუაციო პროცესი 27 აგვისტოს საღამომდე გაგრძელდება, შემდეგ კი საფრანგეთი შეწყვეტს ქაბულის აეროპორტიდან ხალხის გამოყვანას.

რამდენიმე საათის წინ, აშშ-მა და მოკავშირეებმა ქაბულის აეროპორტთან შეკრებილი ხალხი მაღალი ტერორისტული საფრთხის შესახებ გააფრთხილეს და აეროპორტის დატოვებისკენ მოუწოდეს. ქაბულის აეროპორტიდან საევაკუაციო პროცესის დასრულების ბოლო ვადა 31 აგვისტოა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img