23.11.2024

საქართველოში კორონავირუსის 5 579 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 50

საქართველოში კორონავირუსის 5 579 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 867 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 50 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 52 580 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 33 517, „პისიარ“ ტესტით – 19 063.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 10,61%, ბოლო 14 დღის – 10,13%, ბოლო შვიდი დღის – 10,93%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 477 264 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 417 013 გამოჯანმრთელდა, 6 371 კი გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 767 882 ადამიანი, დღიურად აცრილია 26 524.

კარანტინის რეჟიმშია 69, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 835 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 3 457 პირი.

ამასთან, 13 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 5 359 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 726 პაციენტი.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img