27.11.2024

სენატორი ბენ კარდინი – სამარცხვინოა, რომ “ოცნების” ლიდერები ყურადღების გადატანას იმ ჟურნალისტების დაგმობით ცდილობენ, რომლებიც მხოლოდ თავიანთ საქმეს ასრულებდნენ

სენატორ ბენ კარდინის განცხადებით, მიუღებელი და შოკისმომგვრელია ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტები. სენატორის განცხადებას, 5 ივლისს თბილისში განვითარებული მოვლენების შესახებ, “ამერიკის ხმა” ავრცელებს. სენატორის შეფასებით, 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე მომხდარი თავდასხმები ქართული ოცნების ლიდერების წახალისებული იყო. 

“5 ივლისს, პრაიდის მშვიდობიან დემონსტრანტებზე თავდასხმას, რადიკალური მემარჯვენე ელემენტების მხრიდან, რომელიც წახალისებული იყო ქართული ოცნების ლიდერების მიერ, ჟურნალისტებზე ძალადობა მოჰყვა, რომლებიც დაპირისპირებას აშუქებდნენ. ამ ჰომოფობიური ძალადობის შემოქმედებს, ისევე როგორც მათ, ვინც პასუხისმგებელია ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას სიკვდილზე, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ. სამარცხვინოა, რომ ქართული ოცნების ლიდერები ყურადღების გადატანას იმ პროფესიონალი ჟურნალისტების დაგმობით ცდილობენ, რომლებიც მხოლოდ თავიანთ საქმეს ასრულებდნენ”. – ამბობს სენატორი. 

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

სალომე ზურაბიშვილი – საჭიროა ახალი თაობა და ახალი პოლიტიკური ძალები

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ეს განცხადება არამხოლოდ კრიტიკული შეფასებაა არსებული პოლიტიკური ველის მიმართ, არამედ შეიცავს სტრატეგიულ გზავნილს, რომელიც რამდენიმე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img