„გამოიკვეთა მატების ტენდენცია – შესაძლებელია, ეს მეხუთე ტალღის დასაწყისი იყოს“, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ბოლო ერთი კვირაა, გამოიკვეთა კორონავირუსის შემთხვევების მკაფიოდ გამოხატული მატების ტენდენცია. ჯერ ეს მატება არ არის ისეთი დრამატული, როგორიც იყო მეოთხე ტალღის დროს, მაგრამ მაინც საკმარისია.
2 000 მეტი შემთხვევაა, რომელიც დაფიქსირდა გუშინ, საკმაოდ ბევრია. გაიზარდა აქტიური ავადმყოფების რიცხვიც. შესაძლებელია ეს იყოს მეხუთე ტალღის დასაწყისი, შესაძლებელია ეს იყოს დროებითი მოვლენა და შემდეგი პროგრესირება არ მოხდეს. ვხედავ ნიშნებს, რომ მეხუთე ტალღა უფრო ადრე იყოს, ვიდრე ვვარაუდობდით. ვეთანხმები მათ, ვინც ამბობს, რომ ერთ კვირაში ყველაფერი გაირკვევა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.