22.11.2024

შსს – ბოლნისში ქმარმა ცოლს სცემა, ქალმა გონება დაკარგა და გარდაიცვალა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლნისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1971 წელს დაბადებული რ.მ. დააკავეს. მას ბრალი ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე
დაზიანებაში ედება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა კაცმა მიმდინარე წლის 12 ივნისს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში, ურთიერთშელაპარაკებისას, მეუღლეს – 1981 წელს დაბადებულ ს.ი.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შედეგადაც ქალმა გონება დაკარგა და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა – 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img