25.11.2024

შვედეთის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი არჩევიდან რამდენიმე საათში გადადგა

შვედეთის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი პოსტზე არჩევიდან რამდენიმე საათში თანამდებობიდან გადადგა.

მაგდალენა ანდერსონი პრემიერად ოთხშაბათს აირჩიეს. გადადგომის მიზეზი კი, მწვანეთა პარტიის გადაწყვეტილება გახდა – დატოვოს კოალიცია ანდერსონის სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან. გარდა ამისა, პარლამენტმა ქვეყნის წარმოდგენილი ბიუჯეტის დამტკიცებაზეც უარი თქვა.

“არსებობს საკონსტიტუციო პრაქტიკა, რომლის თანახმადაც, კოალიციური მთავრობა უნდა გადადგეს, როდესაც ერთი პარტია მას ტოვებს. არ მსურს ვხელმძღვანელობდე მთავრობას, რომლის ლეგიტიმურობაც ეჭვის ქვეშ დადგება”, – განაცხადა მაგდალენა ანდერსონმა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ანდერსონის განცხადებით, იგი არ ტოვებს შვედურ პოლიტიკას და შეეცდება კვლავ გახდეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი.

კერძოდ, პარლამენტის სპიკერი პარტიის ლიდერებთან ახლა მოლაპარაკებების ახალ რაუნდს დაიწყებს. ამის შედეგად შესაძლოა, რომ ანდერსონის კანდიდატურა კვლავ იქნას წარდგენილი – თუმცა არა როგორც კოალიციური მთავრობის პრემიერის, არამედ უმცირესობის კაბინეტის პრემიერის, რომელსაც სოციალ-დემოკრატიული პარტია ჩამოაყალიბებს.

მაგდალენა ანდერსონის არჩევამდე შვედეთი ჩრდილოეთ ევროპის ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელსაც ქალი ლიდერი აქამდე არ ჰყოლია. 54 წლის ანდერსონმა ამ პოსტზე სტეფან ლევენი შეცვალა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველო – ახალი პარლამენტი, ლეგიტიმაციის კრიზისი და დემოკრატიის ჩიხი

საქართველო-დემოკრატიის ჩიხი დღეს, 25 ნოემბერს საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა იმართება, თუმცა ეს მოვლენა არაერთი საკვანძო საკითხით, კრიტიკითა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img