22.11.2024

თამარ ჟვანია – არსად არ ვაპირებ წასვლას

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია თანამდებობიდან წასვლას არ აპირებს. ამის შესახებ ჟვანიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

“მე ვარ აქ. მიმდინარეობს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილება. შევხედოთ ამ ცვლილებებს. არსად წავსულვარ და არ ვაპირებ წასვლას. კანონმდებლობის მიხედვით იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება.

არც საარჩევნო დავების პროცესში ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და არც საგამოძიებო კომისიაში არცერთი დასაბუთება, არგუმენტი, მტკიცებულება არ შემოსულა. მე მქონდა მოლოდინი, რომ ვინმე რამეს მოიტანდა, სამწუხაროდ, ეს არ არსებობს. რა საფუძვლით შეიძლება მოითხოვოს რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ ან სუბიექტმა ნებისმიერი ადმინისტრატორის გადადგომა, ეს იქნება ცესკოს თავმჯდომარე თუ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. ამიტომ ჩვენი პასუხია ის, რომ ჩვენ გვაქვს არგუმენტები. ჩვენს უკან დგას სიმართლე. არცერთი პოლიტიკური პარტიის გადასაწყვეტი არაა, დამოუკიდებელი საარჩევნო ორგანოს წევრი თუ ხელმძღვანელი გადადგება თუ არა. ამას უნდა ჰქონდეს დასაბუთება და იმ პირობებში, როდესაც დასაბუთება არაა წარმოდგენილი, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციებმა არჩევნები ლეგიტიმურად შეაფასეს, ვთვლი, რომ ნებისმიერი შემდეგი ადმინისტრატორისთვის, რომელიც შეიძლება იყოს ცესკოს ან საარჩევნო ოლქის ხელმძღვანელი, იქნებოდა ძალიან ცუდი მესიჯი, რომ ვინმე პოლიტიკური მოთხოვნის და სურვილის გამო წავიდეს. ადამიანები თანამდებობებს შეიძლება ტოვებდნენ მხოლოდ საფუძვლის და მტკიცებულების შედეგად და არა პოლიტიკური სურვილების გამო”, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img