24.11.2024

თინა ხიდაშელი – უკრაინას სააკაშვილის ექსტრადიციის მოთხოვნის არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს

„რაიმე სამართლებრივი გზა ამ ეტაპისთვის მიხეილ სააკაშვილის საპატიმროდან გათავისუფლების არ არსებობს, მათ შორის, უკრაინის მოთხოვნის ჩათვლით, არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს უკრაინას მისი ექსტრადიციის მოთხოვნის და ყველა საუბარი ამაზე, წმინდა წყლის სპეკულაციაა“, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეას” დამფუძნებელმა, დათავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა “ტვ პირველთან” ისაუბრა.

თინა ხიდაშელის თქმით, ყოფილი პრეზიდენტი ციხიდან გამოსვლის ძალიან მარტივი გზა – პრეზიდენტის მიერ შეწყალებაა – ეს 5 წუთიანი პროცედურაა, მაგრამ ქალბატონი სალომე ამას არ გეგმავს.

„პირველ რიგში იმიტომ, რომ ყველა დანაშაულში, რომელსაც საქართველოს მესამე პრეზიდენტს ედავება ქართული სახელმწიფო, ჩადენილია ამ ქვეყნის ტერიტორიაზე, იმ დროს, როდესაც მხოლოდ საქართველოს მოქალაქე იყო.

მის მიმართ არსებობს უკვე დამდგარი, ძალაში შესული განაჩენები და როგორც ბრალდებული, ისე იმყოფება საპატიმროში. საქართველოს ხელისუფლება თუ გადაწყვეტს პირველი მოთხოვნისთანავე უკრაინის მხარიდან დააკმაყოფილოს ყოფილი პრეზიდენტის გადაცემა, რა თქმა უნდა, ამისი დისკრეცია სახელმწიფოს აქვს.

წმინდა სამართლებრივად სასჯელის ნახევარი ვადის მოხდამდე არანაირი ვერსია არ არის, გარდა პრეზიდენტის შეწყალებისა, მაგრამ ყველა სახელმწიფოს აქვს დისკრეცია, რომ პოლიტიკური ნების ფარგლებში ქვეყანას გადასცენ მისი მოქალაქე“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ხიდაშელმა, ასევე, ისაუბრა არჩევნების თაობაზეც და აღნიშნა, რომ “ქართული ოცნების” მიერ არჩევნებში 43%-ის თემა თავიდან ბოლომდე გადაწყვიტა სააკაშვილის ფაქტორმა.

„მან „ქართულ ოცნებაზე“ გაბრაზებული და გულაცრუებული, მაგრამ ჯერ ვერ ჩამოყალიბებული ამომრჩეველი დააბრუნა საარჩევნო უბნებთან და მათი ხმები „ქართული ოცნების“ ყულაბაში წავიდა, ამას ამტკიცებს ყველა მანამდე ჩატარებული კვლევა“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img