22.11.2024

ტყემალაძე-საქართველოს რაგბის კავშირში ძალიან მძიმე ფინანსური მდგომარეობაა

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე, მოვალეობის შესრულებას შეუდგა. პირველ სამუშაო დღეს ის კავშირის თანამშრომლებს შეხვდა და საკუთარი გეგმები გააცნო:

„დღეს ჩემი პირველი სამუშაო დღეა საქართველოს რაგბის კავშირში. სიკეთის მეტი არსად არაფერი შემიტანია და ვიმედოვნებ, ასე იქნება ამ შემთხვევაშიც. დამხვდა საოცარი გუნდი, იმედებით, შემართებით და კრეატიული იდეებით აღსავსე. გამიჩნდა კითხვა, რატომ აჩერებდნენ ამ იდეებს ამდენ ხანს. პრინციპში, მიზეზები ყველამ კარგად ვიცით – მძიმე და ნეგატიური ფონი, რაც აქამდე სუფევდა. მჯერა ყველაფერი მალე დალაგდება და ამის იმედს მაძლევს ის სამუშაო განწყობა, რასაც თანამშრომლებში ვხედავ და ეს აუცილებლად მოიტანს შედეგება.

რაც შეეხება ფინანსურ მდგომარეობას, ის ძალიან მძიმეა. დეტალურად შევისწავლე სიტუაცია და ვალი 6 მილიონ ლარს აღემატება. ასევე პრობლემურია ბიუჯეტი, რომელიც მოთხოვნილზე თითქმის 40%-ით ნაკლებია. ჯერჯერობით კრიზისიდან გამოსვლის კონკრეტული გზები არ მაქვს, თუმცა ყოველდღიურ რეჟიმში ვიმუშავებთ და სიტუაცია მალე გამოსწორდება. ასევე მოვუწოდებ ყველა მხარეს, რომ მოვიდნენ და ჩაერთნონ სამუშაო პროცესში!

ჩვენ დავიწყებთ კონსულტაციებს მთავრობასთან, მაქვს სპონსორებისა და ჩემი მეგობრების იმედი, ასევე ყველა იმ გულანთებული ადამიანის, რომელთაც სურთ, რომ ის ბედნიერება, რაც რამდენიმე დღის წინ რუსეთთან გამარჯვებით განვიცადეთ, განმეორდეს კიდევ უფრო მაღალი დონის გუნდებთან შეხვედრებში“.

შეგახსენებთ, რომ ერთ წელზე მეტი რაგბის კავშირი პრეზიდენტის გარეშე იყო. კავშირის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, თორნიკე გოგებაშვილის თქმით, ადმინისტრაციამ არსებული რესურსით მაქსიმუმი შეძლო. არსებობდა შიდა ჩემპიონატის შეწყვეტის საშიშროება, თუმცა პრობლემების ნაწილის მოგვარება სახელმწიფოს დახმარებით მოხდა.

მომზადებულია rugby.ge-ის მასალებზე დაყრდნობით

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img