უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში, იზიუმის გარშემო რამდენიმე დასახლება გაათავისუფლეს, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა, ალექსანდრ მოტუზიანიკმა განაცხადა.
„შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ უკრაინელი სამხედროების მიერ ინტენსიური საომარი მოქმედებების შედეგად რამდენიმე დასახლება გათავისუფლდა. ამასთან დაკავშირებით მეტ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით”, – აღნიშნა მოტუზიანიკმა.
მანვე აღნიშნა, რომ ქალაქი იზიუმის მახლობლად, სლობოჟანსკის მიმართულებით არის ის ადგილები, სადაც რუსული ქვედანაყოფები ყველაზე მეტად არიან კონცენტრირებული.
„აქედან ისინი შეეცდებიან შეტევა განავითარონ აღმოსავლეთით“, – განაცხადა მან.