26.11.2024

ვახტანგ გომელაური – თუ მიიღებს გუნდი გადაწყვეტილებას, რომ მე დავტოვო თანამდებობა რა თქმა უნდა, მე დავემორჩილები

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის გააცხადებით, ყველა პირი, რომელიც 5 ივლისს ჟურნალისტებზე ძალადობდა, უნდა დაისაჯოს. მისი თქმით, 27 ადამიანი დაკავებულია და საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

კითხვაზე, ვინ უნდა აიღოს მმართველ გუნდში მომხდარზე პასუხისმგებლობა, გომელაური პასუხობს, რომ ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა უკვე აიღო. 

“პოლიტიკური პასუხისმგებლობა აღებული გვაქვს ჩვენც და ჩვენს გუნდს. პოლიტიკური პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, მე ვთვლი, ისაა, რომ უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც ჩაიდინა ძალადობა ჟურნალისტებზე. ასევე პოლიციელებზე და მოქალაქეებზე. თუ თქვენ გულისხმობთ თანამდებობის დატოვების თემას, რა თქმა უნდა, პრემიერი გვყავს ჩვენ, პოლიტსაბჭო, გუნდი, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. თუ მიიღებს გუნდი გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, მე დავემორჩილები”.- ამბობს გომელაური ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან.  

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველო – ახალი პარლამენტი, ლეგიტიმაციის კრიზისი და დემოკრატიის ჩიხი

საქართველო-დემოკრატიის ჩიხი დღეს, 25 ნოემბერს საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა იმართება, თუმცა ეს მოვლენა არაერთი საკვანძო საკითხით, კრიტიკითა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img