რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, Visa და Mastercard-ი რუსეთში ყველა ოპერაციას აჩერებენ.
კომაპნია Mastercard-ის განცხადებით, რუსეთის ბანკების მიერ გაცემული Mastercard-ის ბარათები აღარ იქნება მხარდაჭერილი Mastercard-ის ქსელის მიერ, ხოლო ფედერაციის გარეთ გაცემული ნებისმიერი Mastercard-ის ბარათი არ იმუშავებს რუსულ საბანკო და საგადასახადო აპარატებზე.
ასეთივე შეზღუდვას აწესებს Visa-ც.