ოკუპანტების მიერ განხორციელებულ თავდასხმას მიკოლაევის ოლქში მსხვერპლი მოჰყვა. ამის შესახებ მიკოლაევის სამხედრო ადმინისტრაციული ხელმძღვანელი ვიტალი კიმი აცხადებს.
მისივე ინფორმაციით, ოკუპანტები საცხოვრებელ კვარტლებს ბომბავენ.
„ოკუპანტები საცხოვრებელ სახლებს ბომბავენ, არიან დაღუპულები”, – განაცხადა ვიტალი კიმმა.
მან ადგილობრივებს მოუწოდა თავშესაფრებში დარჩნენ.
ამჟამად მიკოლაევსა და დროებით ოკუპირებულ ხერსონში ძლიერი აფეთქებების ხმები ისმის.