26.11.2024

ზურაბ ჯაფარიძე-მსგავსი რამ არ მინახავს, მასპინძელი იძახის დავასრულეთ საუბარი და სტუმარი ამბობს, რა დავასრულეთ ვაგრძელებთო…

„მსგავსი რამ მე არ მინახავს, რომ გამოსულიყვნენ მასპინძლები და ეთქვათ, დავასრულეთ საუბარიო და მერე სტუმარი გამოსულიყოს და ეთქვას, რა დავასრულეთ, ხვალ ვაგრძელებთო – ბავშვზე ხომ არ არის საუბარი, ეს ადამიანი წარმოადგენს ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ყველაზე მაღალი რანგის თანამდებობის პირს ევროკავშირის შიგნით,“ – ამის შესახებ პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა ჟურნალისტებთან და გუშინ ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. გუშინ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდება პრემიერის ბრიუსელში ვიზიტის დასრულების შემდეგ.

ჯაფარიძის განცხადებით ის ხელისუფლებასთან მოლაპარაკების საკითხს უფრო სკეპტიკურად უყურებს, ვიდრე წინა დღეებში. მისი განმარტებით, სავარაუდოდ, მედიატორის ხელისუფლებასთან შეხვედრაზე რაღაც ისეთი მოხდა, რის გამოც „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ მოლაპარაკების გაგრძელებას აზრი არ აქვს.

„უცნაური სიტუაციაა. მეც იმედი მაქვს, რომ დღეს ამ შეხვედრაზე გავერკვევი, გუშინ რა მოხდა ხელისუფლებასთან შეხვედრაზე. ყველა აღმოვჩნდით გაურკვეველ სიტუაციაში, „ოცნების“ წარმომადგენლები გამოვიდნენ, საჯაროდ დაემშვიდობნენ ადამიანს, თქვეს, რომ მოლაპარაკებები ამ ეტაპზე დასრულებულია და ისინი ელოდებიან, როდის დაბრუნდება ღარიბაშვილი და ამის შემდეგ, დაახლოებით ნახევარ საათში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელი გამოვიდა და თქვა, რომ მოლაპარაკებები გრძელდება და ის აპირებს გააგრძელოს შეხვედრები. რაც ჩვენ სურათი დავინახეთ, მიუთებებს იმაზე, რომ მინიმუმ ახლა გაგრძელება არ უნდათ მოლაპარაკებების.

თავისთავად ის ფაქტი, რომ ეს ყველაფერი ხდება „ქართულ ოცნებასთან“ შეხვედრის შემდეგ, უნდა ვიგულისხმოთ, რომ იმ შეხვედრაზე რაღაც ისეთი მოხდა, რის გამოც მათ გადაწყვიტეს, რომ მოლაპარაკების გაგრძელებას აზრი არ აქვს.
ბევრად უფრო სკეპტიკურად ვარ განწყობილი, ვიდრე აქამდე ვიყავი. ჩვენი მხრიდან ძალაშია ყველა ის პუნქტი, რა პუნქტებიც დატოვა შარლ მიშელმა. ყველა პუნქტის გარშემო ჩვენ ჩვენი პოზიციები ვთქვით, მათ შორის რამდენიმე ვერსია კომპრომისული პოზიციების“, – განაცხადა ზურა ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველო – ახალი პარლამენტი, ლეგიტიმაციის კრიზისი და დემოკრატიის ჩიხი

საქართველო-დემოკრატიის ჩიხი დღეს, 25 ნოემბერს საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა იმართება, თუმცა ეს მოვლენა არაერთი საკვანძო საკითხით, კრიტიკითა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img