23.11.2024

საველე ჰოსპიტალი ფრენბურთის დარბაზში

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაურმა დიღმის ოლიმპიურ სოფელში, საველე ჰოსპიტალი დაათვალიერა. გიორგი წოწკოლაური აცხადებს, რომ დიღმის ოლიმპიურ სოფელში, საველე ჰოსპიტალში მობილიზებულია ყველა საჭირო აპარატურა და დანადგარი.

მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში, საველე ჰოსპიტლებში საშუალო სიმძიმის პაციენტებს მოათავსებენ.

„ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლების ძალისხმევით ორ დღეში მოხერხდა საველე ჰოსპიტალის გაშლა. განკუთვნილია 500-მდე პაციენტისთვის. მობილიზებულია ყველა საჭირო აპარატურა და დანადგარი, მათ შორის ლაბორატორიული. ყველა საწოლს აქვს ჟანგბადის კორდი. თუ საჭიროება დადგება, ჩვენ მზად ვართ, მოვემსახუროთ ჩვენს მოსახლეობას და არავინ დარჩეს სამედიცინო დახმარების გარეშე.

საველე ჰოსპიტალი მობილიზებულია იმ მომენტისთვის, როდესაც ამისი საჭიროება და აუცილებლობა იქნება. გვაქვს გამოცდილება და თუ ამის საჭიროება დადგება, ჩვენ შეგვიძლია მაქსიმალურად მოკლე დროში სხვადასხვა ქალაქში განვათავსოთ საველე ჰოსპიტლები. მინდა, მადლობა ვუთხრა ჯანდაცვის სამინისტროს და რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს ამ ღირებული სამუშაოსთვის.

რაც შეეხება გამოცდილებას, ეს არის ძველი გამოცდილება წარსული ათწლეულების მანძილზე. საჭიროების შემთხვევაში, ყველა ექიმი, მათ შორის სამხედრო ექიმებიც ჩაერთვებიან. საველე ჰოსპიტლის მომსახურეობა არ არის ჩვეულებრივი ჰოსპიტალური სექტორის მომსახურება. აქ არ არის პალატები, არის ერთიანი სივრცე, ერთ ექიმს შეუძლია ერთზე მეტ საწოლს მოემსახუროს. ჯანდაცვის სამინისტროს ყველაფერი გვაქვს გათვლილი. აქ მოხდება საშუალო სიმძიმის პაციენტების განთავსება. აქ არ იქნება შესაძლებელი ადამიანის დაინტუბირება, დანარჩენ შემთხვევაში ნებისმიერ სიმძიმის პაციენტს შეეძლება აქ განთავსება. ამ ეტაპზე ჰოსპიტალური სექტორი ძლევს ამ პრობლემას, შემოღებულია რეგულაციებიც და იმედი გვაქვს, აღნიშნული ფართი არ დაგვჭირდება. ეს არის დამატებითი ნაბიჯი. თუ შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება“, – განაცხადა გიორგი წოწკოლაურმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img