ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტი აშრაფ ღანი არაბთა გაერთიანებულ საამიროებშია, – ამის შესახებ „სიენენს“ არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
მედიის ცნობით, არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ „არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტრო და საერთაშორისო თანამეგობრობა ადასტურებს, რომ ჰუმანიტარული მიზნებიდან გამომდინარე, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა პრეზიდენტი აშრაფ ღანი და მისი ოჯახი მიიღო“.
დაჯგუფება „თალიბანმა“ ავღანეთის დედაქალაქი 15 აგვისტოს დაიკავა და ქვეყანაში „ავღანეთის ისლამური ემირატის“ დაარსების შესახებ განაცხადა. ქვეყნის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ავღანეთი დატოვა.