22.12.2024

ფინეთის პრემიერი – არ არის სწორი, რომ რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ იყვნენ ტურისტები, ნახონ ღირსშესანიშნაობები, როცა რუსეთი უკრაინაში ადამიანებს კლავს

არ არის სწორი, რომ რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ იმოგზაურონ, იყვნენ ტურისტები, ნახონ ღირსშესანიშნაობები, როცა რუსეთი უკრაინაში ადამიანებს კლავს,- ამის შესახებ ფინეთის პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა განაცხადა მას შემდეგ, რაც ევროპელმა ლიდერებმა პოტენციური შენგენის ან ევროკავშირის სავიზო აკრძალვა განიხილეს რუსეთის მოქალაქეებისთვის.

მისი თქმით, მას ესმის „იმედგაცრუება, რაც ახლა ევროპაში აქვთ რუსების მოგზაურობის გამო, თითქოს არაფერი მომხდარა”.

„ვფიქრობ, არ არის სწორი, რომ რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ იმოგზაურონ, შევიდნენ ევროპაში, შევიდნენ შენგენის ზონაში, იყვნენ ტურისტები, ნახონ ღირსშესანიშნაობები, როცა რუსეთი უკრაინაში ხალხს კლავს. ეს არასწორია”, – აღნიშნა მან და დასძინა, რომ ლიდერებმა უნდა განიხილონ აღნიშნული საკითხი.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს საპროტესტო აქციების 2დღე: დარბევა, ძალადობა მედიაზე და ბრძოლა ევროპული მომავლისთვის

გასული ორი დღე საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება როგორც მძიმე პოლიტიკური კრიზისისა და ძალადობრივი დარბევის პერიოდი. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img