25.11.2024

დანიაში საქართველოს ელჩი დავით გარეჯის საქმის ბრალდებულებზე

საქართველოს ელჩი დანიაში გიგი გიგიაძე ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ულოცავს და იმედს გამოთქვამს, რომ დავით გარეჯის საქმეზე წაყენებული ბრალდება, რომელსაც, მისი შეფასებით, არც-ერთი გარემოება არ ამყარებს, გამამართლებელი განაჩენით დასრულდება. 

“ეს ძალიან მნიშვნელოვანი, პირველი ნაბიჯია საბოლოო გამარჯვების გზაზე და კიდევ ერთხელ იმედს ვიტოვებ, რომ მათდამი წაყენებული ბრალდება ძალიან მალე შეიცვლება ცალსახად გამამართლებელი განაჩენით. მითუმეტეს, რომ არანაირი დანაშაული და ბრალეულობის დამადასტურებელი გარემოება არ არსებობს დღეს, ისევე როგორც არ არსებობდა ოთხი თვის წინ. გულწრფელად მიხარია ამ ორი უაღრესად პატიოსანი და პატრიოტი ადამიანის დანახვა საპყრობილეს გარეთ!”, – წერს ელჩი. 

გიგიაძემ კარტოგრაფებს მხარდაჭერა დაკავების დროსაც გამოუცხადა, როდესაც დაწერა, რომ მელაშვილისა და ილიჩოვას მიმართ წაყენებული ბრალდება აბსურდული იყო. 

“წარდგენილი ბრალდება იმდენად აბსურდული და საღ აზრს მოკლებულია, რომ ამაზე კომენტარის გაკეთებაც მიჭირს. იმედს ვიტოვებ, რომ სრულიად უდანაშაულო, თავის ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანები მალევე გათავისუფლდებიან”, – განაცხადა მაშინ გიგიაძემ. 

კარტოგრაფებისთვის მხარდაჭერის საჯაროდ გამოცხადების შემდეგ დიპლომატიურ რეზერვში გადაიყვანეს. ფორმულას ინფორმაციით, გადაწყვეტილება მაღალ სახელისუფლებო ეშელონებში სწორედ გიგიაძის მხარდამჭერი განცხადების გამო მიიღეს. მაშინ გიგიაძემ განაცხადა, რომ დანიაში ელჩობის 4-წლიანი ვადა თებერვალში ეწურებოდა და ჯერ არ ჰქონდა გადაწყვეტილი, როგორ გააგრძელებდა საქმიანობას.  

ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი მოსამართლე ლელა კალიჩენკომ 20 000-20 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დღეს გაათავისუფლეს. გირაოს გადასახდელად ორივეს 30-დღიანი ვადა აქვს. მოსამართლემ, ასევე დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ივერი მელაშვილის თანამდებობიდან გადაყენებაზე იმ მოტივით, რომ მელაშვილის თანამდებობა პირდაპირ კავშირშია საქმეში არსებულ ინფორმაციებთან.

ცნობისთვის, გუშინ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების დღის წესრიგში ​კარტოგრაფების საქმე არ განიხილება. მანვე აღნიშნა, რომ კონკრეტული პირების პატიმრობაში ყოფნისა და გათავისუფლების საკითხი პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმების საგანი ვერ გახდება.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img