ამერიკის შეერთებული შტატების დაავადების კონტროლის ცენტრმა 12-15 წლის ბავშვების Pfizer-ის ვაქცინით აცრის რეკომენდაცია გასცა.
ზოგიერთ შტატში: ჯორჯიაში, დელავერში და არკანზასში 12-15 წლის ბავშვების Pfizer-ით აცრა 11 მაისს დაიწყო.
ცნობისათვის, 10 მაისს ამერიკის შეერთებული შტატების საკვებისა და მედიკამენტების სააგენტომ (FDA) Pfizer-BioNTech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 12-15 წლის მოზარდებისთვის გამოყენების უფლება გასცა.
FDA-მ დაადგინა, რომ Pfizer-BioNTech-ის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა აკმაყოფილებს სავალდებულო კრიტერიუმებს. უწყების ცნობით, ვაქცინის პოტენციური სარგებელი 12 წელს ზემოთ ასაკის პირებში აჭარბებს ცნობილ და პოტენციურ რისკებს, რაც ვაქცინის გამოყენებას დასაშვებს ხდის. ასევე, Pfizer-BioNTech-ის ოფიციალური განცხადებით, ცდის მესამე ფაზის შედეგით, მათი ვაქცინა 100%-ით ეფექტიანი და უსაფრთხოა 12-დან 15 წლამდე ბავშვებში.