არა მხოლოდ ნინოწმინდის პანსიონატი, არამედ ყველა დიდი ზომის არალეგულირებული პანსიონი უნდა დაიხუროს და ამაზეც გვაქვს შეთანხმება – საპატრიარქო აბსოლუტურად იზიარებს ამ მოსაზრებას , – ამის შესახებ “ვორლდ ვიჟენ – საქართველოს“ დირექტორმა ეკა გურგენაძემ საპატრიარქოში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
“მოისმენენ და გაითვალისწინებენ იმ საუკეთესო პრაქტიკას და სტანდარტებს, რაც არსებობს ბავშვთა დაცვის სფეროში. რაც შეეხება ნინოწმინდის პანსიონატს, რა თქმა უნდა, არამხოლოდ ნინოწმინდის პანსიონატი, არამედ ყველა დიდი ზომის არალეგულირებული პანსიონი უნდა დაიხუროს და ამაზეც გვაქვს შეთანხმება . საპატრიარქო აბსოლუტურად იზიარებს ამ მოსაზრებას. ყველა დიდი ზომის პანსიონზეა საუბარი” , – განაცხადა გურგენაძემ.