22.11.2024

პარლამენტში სახალხო დამცველს უსმენენ

უკვე ერთ საათზე მეტია, პარლამენტში სახალხო დამცველს უსმენენ. ნინო ლომჯარია 2020 წლის ანგარიშით ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე წარდგა.

486-გვერდიანი დოკუმენტი დეტალურად ასახავს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობას. დოკუმენტი მოიცავს იმ გამოწვევებსა და პრობლემებს, რომლებიც ქვეყანაში გასულ წელს გამოვლინდა.

“შევისწავლეთ 2015-2018 წლებში გარდაცვლილი პატიმრების 17 საქმე და საქმის მასალების გაცნობის შედეგად დავადგინეთ, რომ გარდაცვალების შემდგომ ჩატარებული ექსპერტიზების თანახმად, პატიმრებს აღენიშნებოდათ სიცოცხლეში ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი პრობლემები, რაზეც სათანადო მკურნალობა პენიტენციურ დაწესებულებაში მათ არ გაეწიათ” – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველის თქმით, გამოძიება დაინტერესებული იყო, მხოლოდ გარდაცვალების უშუალო მიზეზებით.

„წლის განმავლობაში შემოვიდა მოქალაქეთა 5 698 განცხადება და ცხელ ხაზზე დაფიქსირდა 8 270 ზარი. ჩვენ წლის განმავლობაში გავეცით 107 რეკომენდაცია და წინადადება, 11 სასამართლო მეგობრის მოსაზრება, გავაგზავნეთ 6 კონსტიტუციური სარჩელი, 6 კომუნიკაცია ევროპის საბჭოს მინისტრთა კაბინეტის წინაშე საქართველოს გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების თაობაზე, ასევე მივმართეთ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ორჯერ და ჩავერთედ მხარედ მიმდინარე საკითხებში.

ასევე, წლის განმავლობაში განვახორციელეთ 537 ვიზიტი დახურული ტიპის დაწესებულებებში და სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში და შესაბამისად, ამ და პროაქტიულად გამოვლენილი დარღვევების საფუძველზე წარმოგიდგენთ დასკვნებს. ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ დახურული ტიპის დაწესებულებებში მყოფი პირების უფლებრივ მდგომარეობაზე. კერძოდ, შევისწავლეთ 2015-2018 წლებში გარდაცვლილი პატიმრების 17 საქმე და ამ საქმის მასალების გაცნობის შედეგად დავადგინეთ, რომ გარდაცვალების შემდგომ ჩატარებული ექსპერტიზების თანახმად, პატიმრებს აღენიშნებოდათ სიცოცხლეში ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი პრობლემები, რაზეც სათანადო მკურნალობა პენიტენციურ დაწესებულებაში მათ არ გაეწიათ. სამწუხაროდ, გამოძიება კონცენტრირებული და დაინტერესებული იყო, მხოლოდ გარდაცვალების უშუალო მიზეზებით და არ სვამდა კითხვებს, რატომ არ უტარდებოდათ მათ სიცოცხლეში შესაბამისი სამედიცინო მომსახურება, რამაც მათი გარდაცვალება გამოიწვია. აღნიშნული მიუთითებს პენიტენციური სისტემის ჯანდაცვის არასათანადო ხარისხზე, რაც გარკვეულ შემთხვევაში გარდაცვალებას და შესაბამისად, მათი სიცოცხლის უფლების ხელყოფას იწვევს.

სპეციალური მონიტორინგის საფუძველზე ჩატარებული მონიტორინგით გამოვავლინეთ, რომ 2020 წელს, წინა წლების მსგავსად, შენარჩუნებულია ადმინისტრაციული დაკავებისას პოლიციის მხრიდან მოქალაქეთა მიმართ მოპყრობის გაუარესების ტენდენცია. კერძოდ, გაზრდილია პოლიციელების მიერ არასათანადო მოპყრობის ფაქტები ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირთა მიმართ. მაგალითად, ჩვენ მიერ შესწავლილი საქმების 483 საეჭვო შემთხვევიდან 34%-ში დაფიქსირდა დაკავების ან დაკავების შემდგომ სხეულის დაზიანების ფაქტები“, – განაცხადა ლომჯარიამ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img