29.04.2024
- Advertisement -spot_img

არჩილ თალაკვაძე – დადასტურდა “ნაციონალურ მოძრაობას” და სააკაშვილს პროცესზე მონაწილეობა პროვოკაციისთვის სურდათ

“დადასტურდა ის, რასაც ვამბობდით, რომ რეალურად, მიხეილ სააკაშვილსა და ნაციონალურ მოძრაობას სასამართლო სხდომაში მონაწილეობა სჭირდებოდათ დესტაბილიზაციისა და პროვოკაციული ფონის შესაქმნელად”. – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. 

თალაკვაძის თქმით, სააკაშვილი არათანმიმდევრულ განცხადებებს აკეთებს.

“სააკაშვილი ამბობდა, რომ სურდა, სასამართლო პროცესში მონაწილეობა და დღეს თქვა, რომ ქართულ მართლმსაჯულებას არ აღიარებს, რაც არათანმიმდევრულია და ურთიერთგამომრიცხავია. ნაციონალური მოძრაობა ამბობდა, რომ სასამართლო სხდომის დროს არანაირ პროვოკაციას არ მიმართავდნენ, თუმცა დღეს ვნახეთ, რომ მაღალი ალბათობით, ისინი როგორ არიგებდნენ თანხას მომიტინგეების მოსაყვანად. ასევე საზოგადოებამ იხილა, რომ ადგილი ჰქონდა მშვიდობიანი მანიფესტაციის შესახებ კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევებს, როცა მოხდა ქუჩებში ხელოვნურად დაბლოკვა. ეს მაშინ, როცა პანდემიის პირობებში მოქალაქეებს დახმარება სჭირდებათ და გადაადგილება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. მთავრობას აქვს სრული მხარდაჭერა, რომ ნებისმიერი კანონდარღვევა აღკვეთოს პროპორციულად და შეინარჩუნოს საზოგადოებრივი წესრიგი. რაც შეეხება თავად შოუს, რისი მოწყობაც სურდა თავად სააკაშვილს, ეს არ არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია ის ინიციატივები, რაც პრემიერმა დაანონსა”. – განაცხადა თალაკვაძემ. 

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img