29.04.2024
- Advertisement -spot_img

“დღისით შენდებოდა ყველაფერი, ღამე ერთმანეთს ესროდნენ” – კონფლიქტი და ადამიანები ტკივილიანი ისტორიებით

თით­ქმის 13 წე­ლია 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომი­დან გა­სუ­ლი და კონ­ფლიქ­ტი ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში დღე­საც აქ­ტუ­ა­ლუ­რია – აქამ­დე ვერ ხერ­ხდე­ბა ქარ­თვე­ლებ­სა და ოსებს შო­რის ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა შე­რი­გე­ბის­კენ და ის­მის კი­თხვა, არის თუ არა ეს სა­ერ­თოდ, შე­საძ­ლე­ბე­ლი. რო­გო­რია მათი ად­რინ­დე­ლი სა­ცხოვ­რე­ბელ ად­გი­ლე­ბის და­ტო­ვე­ბის ის­ტო­რი­ე­ბი და რა შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი აქვთ სა­ვა­რა­უ­დო შე­რი­გე­ბის შე­სა­ხებ? – თბი­ლის­სა და წე­რო­ვა­ნის დევ­ნი­ლე­ბის და­სახ­ლე­ბა­ში მცხოვ­რე­ბი დევ­ნი­ლე­ბი სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­თან მდე­ბა­რე სოფ­ლე­ბი­დან სწო­რედ ამა­ზე ყვე­ბი­ან kvirispalitra.ge-ის სპე­ცპ­რო­ექ­ტში.

ნანა არა­ერ­თგზის დევ­ნი­ლია. სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბა ჯერ ცხინ­ვალ­ში და­ტო­ვა, მერე კი – სო­ფელ კეხვში. დღეს ყვე­ლა­ზე მე­ტად ის უკ­ვირს, რომ არც თვი­თონ და არც სხვა მკვიდ­რნი ხე­ო­ბის და­კარ­გვას არ ელოდ­ნენ, პი­რი­ქით – ყვე­ლაფ­რის აქ­ტი­უ­რი შე­ნე­ბა მი­დი­ო­და… ზედ­მე­ტად არა­ვინ ფრთხი­ლობ­და, არა­ვინ უშ­ვებ­და, რომ მტრუ­ლი ღა­მე­ე­ბი მშვი­დო­ბი­ან დღე­ებს სრუ­ლად შთან­თქავ­და.

„ვა­კე­თებ­დით, ვა­შე­ნებ­დით, ვა­წყობ­დით ყვე­ლა­ფერს, რაც და­ნა­ზო­გი გვქონ­და, იმით, ჩვენს მენ­ტა­ლი­ტეტ­ში არაფ­რით ჯდე­ბო­და, რომ შე­იძ­ლე­ბო­და, იქა­უ­რო­ბა დაგ­ვე­ტო­ვე­ბი­ნა… ახლა რომ ვუ­ფიქ­რდე­ბი, ეს იყო ძა­ლი­ან არა­სე­რი­ო­ზუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სა­კი­თხი­სად­მი, რად­გა­ნაც ყვე­ლა­ფერ­მა ამან თავი იჩი­ნა შემ­დეგ, რო­დე­საც ხე­ო­ბა იძუ­ლე­ბით დაგ­ვა­ტო­ვე­ბი­ნეს. ხალ­ხი აღ­მოჩ­ნდა უსახ­სროდ, მათ შო­რის მეც და ჩემი ოჯა­ხიც.

ძა­ლი­ან ხში­რად ვიხ­სე­ნებ ხოლ­მე, 2008 წლის 8 აგ­ვის­ტოს მოვ­ლე­ნე­ბი­დან თით­ქმის 1 თვე ვი­ყა­ვი გა­თი­შუ­ლი, არც დღე მახ­სოვ­და, არც რი­ცხვი, იმ­დე­ნად გა­ოგ­ნე­ბუ­ლი და შო­კი­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ გო­ნე­ბა ვე­რაფ­რით აღიქ­ვამ­და, რა მოხ­და.

ეს იმ­დე­ნად და­უ­ჯე­რე­ბე­ლი იყო, რომ ვე­რაფ­რით ჯდე­ბო­და ჩემს ფსი­ქი­კა­ში. არა­და, კონ­ფლიქ­ტი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და 1990 წლი­დან 2008 წლამ­დე, ხომ?.. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ყვე­ლა­ფე­რი კეთ­დე­ბო­და: შენ­დე­ბო­და ყვე­ლა­ფე­რი, ოჯახ­ში ვე­წყო­ბო­დით, გე­გო­ნე­ბა, იქ კონ­ფლიქ­ტი არ იყო. ურ­თი­ერ­თო­ბე­ბიც ნა­წი­ლობ­რივ და­ლა­გე­ბუ­ლი იყო… აი, დღე ვმე­ზობ­ლობ­დით ერ­თმა­ნეთ­თან, ღამე ერ­თმა­ნეთს ეს­როდ­ნენ; დღე ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბა იყო: ბა­ზა­რი, ვაჭ­რო­ბა, ნათ­ლო­ბა, ქორ­წი­ლებ­ში მი­პა­ტი­ჟე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი; მაგ­რამ როცა და­ღამ­დე­ბო­და, ატყდე­ბო­და სრო­ლე­ბი…“

kvirispalitra.ge-ის სპეცპროექტი სრულად იხილეთ ბმულზე: http://bit.ly/2YhSR2y

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img