29.04.2024
- Advertisement -spot_img

ეკატერინე ტიკარაძე – სავალდებულო ვაქცინაციას მოჰყვება ნეგატიური პროცესი, რაც ხელს შეუშლის ვაქცინაციას

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე სავალდებულო ვაქცინაციას არ ეთანხმება და ამბობს, რომ ამ მიდგომას ბევრად უფრო მეტი ნეგატიური პროცესები მოჰყვება.

“მე დარწმუნებული ვარ, რომ სავალდებულო ვაქცინაციას მოჰყვება ბევრად უფრო ნეგატიური პროცესები, რაც პირიქით, ხელს შეუშლის ვაქცინაციის პროცესს. აქედან გამომდინარე, არ ვეთანხმები და ვთვლი, რომ მნიშვნელოვანია მეტი კომუნიკაცია მოსახლეობასთან და არა იძულებითი წესის გამოყენება. ისევ და ისევ ვაქცინაციის პროცესის სასარგებლოდ”, – ამბობს ტიკარაძე.

ჯანდაცვის მინიტრმა მოლქალაქეებს აცრის გაკეთებისა და რეგულაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„მნიშველოვანია,რომ გავააქტიუროთ ვაქცინაციის პროცესი. ჩვენ დავიწყეთ ვაქცინაციის მარათონი. ამ ეტაპისთვის შერჩეული არის 50 სოფელი, სადაც 3 000-ზე მეტი ჩვენი მოქალაქე ცხოვრობს. შემდეგი ეტაპი იქნება შედარებით უფრო მცირე ზომის სოფლებში ამ მარათონის გაგრძელების თვალსაზრისით. მარათონის გარდა ასევე მნიშვნელოვანია გავააქტიუროთ ჩვენი მოქალაქეები, რომებიც 60 წელს ზევით ასაკის არიან. სწორედ მათთან მიმართებით არის ინფიცირების ყველაზე მარალი რისკი, ასევე ჰოსპიტალიზაციის, ჰოსპიტალში რეანიმაციის და შემდეგ ლეტალობის. სწორედ აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვთხოვ და მოვუწოდებ ჩვენს მოქლაქეებს, გადაწყვეტილება საკუთარი ჯანმრთელობის სასარგებლოდ დროულად მიიღონ და დაეხმარონ სახე;მწიფოს ამ მძიმე პერიოდში, როდესაც წინ გვაქვს დასამარცხებელი პანდემია“, – აცხადებს ტიკარაძე.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img