5 ივლისს, თბილისში პოლონელი ტურისტის დანით დაჭრის შემდეგ, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამ ფაქტმა ნეგატიური გავლენა მოახდინა სექტორზე და ტურისტებმა ჯავშნების გაუქმება დაიწყეს.
თბილისის ერთ-ერთი სასტუმროს, Old Town Mtatsminda-ის დამფუძნებელი, ირაკლი გვეტაძე ამბობს, რომ პოლონელი ტურიზმის დაჭრა უკვე მნიშვნელოვანად აისახება ტურისტულ სექტორზეც, ვინაიდან ერთი დღის შეჯამებით ათეულობით ჯავშნის გაუქმების ფაქტი დაფიქსირდა. მისივე თქმით, უმოქმედობა კიდევ უფრო უარესს შედეგს მოიტანს მეტი ეკონომიკური ზარალის სახით.
“მიუხედავად იმისა, რომ დიდი დრო არ გასულა, სამწუხაროდ, არის ჯავშნების გაუქმების პრეცედენტები. ეს იმიტომ, რომ ადამიანები მწვავედ რეაგირებენ მსგავს ფაქტებზე და თავსაც არიდებენ უსაფრთხო და საფრთხის შემცველ მიმართულებებს. სამწუხაროდ, არც ჩვენ ვართ გამონაკლისი, პირადად ჩვენს შემთხვევაში ათეულობით ჯავშნის გაუქმებასთან გვაქვს საქმე, ერთი დღის შეჯამებით. ეს პროცესი თუ დროულად არ დარეგულირდა და არ ჩაერთვებიან შესაბამისი პირები და უწყებები, რომლებსაც შესაბამისი რეაგირება უნდა ჰქონდეთ, ეს ყველაფერი კიდევ უფრო უარესს შედეგს მოიტანს და კიდევ უფრო მეტი ეკონომიკური ზარალი გველოდება”. – თქვა ირაკლი გვეტაძემ, გადაცემა “საქმის კურსის” ეთერში.
5 ივლისს “თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგე ჯგუფების წარმომადგნელებმა პოლონელი ტურისტი დაჭრეს. კაცს გულმკერდის არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს და მას ოპერაცია ჩაუტარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქის დაჭრის ფაქტზე ერთი პირია დაკავებული.