22.11.2024

ივანე ჩხაიძე – ყოველდღიურად ქვეყანაში 150-200 ბავშვი ინფიცირდება კორონავირუსით

იაშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორი, პედიატრი ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 10% ბავშვები არიან, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. 

“მომდევნო დღეები და კვირა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ბავშვების ჰოსპიტალიზაციისა და ლეტალობის თვალსაზრისით. თუ ჩვენ საქართველოს სტატისტიკას გავითვალისწინებთ, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 10% არის ბავშვი, გამოდის, რომ ყოველდღიურად ქვეყანაში 150-200 ბავშვი ინფიცირდება. ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია”, – თქვა ჩხაიძემ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი ჩვილი გარდაიცვალა. მათ ვირუსის დელტა შტამი ჰქონდათ და ციციშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობდნენ. 

22 ივლისს, საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 2261 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 18 ადამიანი.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img