გურამ მეგრელიშვილის პოსტი:
უბრალოდ ფაქტები:
პოლიომელიტის ვაქცინა რომ არ ყოფილიყო, ახლა ყოველი მესამე ჩვენგანი აქ ვერ დაპოსტავდა. საინტერესოა, რომ საყოველთაო სავალდებულო ვაქცინაციის წინ, (რომელიც ჯონას სოლკმა დაიწყო 50 წელზე მეტი ხნის უკან) გავრცელდა ხმა, რომ როკფელერის ფონდმა მსოფლიოს დამორჩილების მიზნით (დაჩიპვა, მოსახლეობის პოპულაციის შემცირება, დიახ, ზუსტად ეს ტერმინები) 1907 წელს შექმნა ვირუსი, რომ მერე მისი ანტივირუსი გაეყიდა.საინტერესოა, რომ ჯონას სოლკის კვლევებს მართლაც აფინანსებდა როკფელერის ფონდი, მაგრამ შედეგი იმის საწინააღმდეგო იყო, ვიდრე რასაც ედავებოდნენ.კიდევ ერთი საინტერესო ამბავი: როდესაც პოლიომელიტის აცრას (ვთქვათ და) არ გაუკეთებენ ბავშვს, ის ბუნებრივად იცრება სხვა აცრილ ბავშვებთან ერთად ქვიშაში თამაშის დროს. შესაბამისად, დასკვნა: აი, ჩემი შვილი არ ავცერი და მშვენივრადაა, არასწორია, რადგან ვირუსის მსუბუქი ფორმა მათ აცრილი ბავშვისგან მაინც გადაედებათ.პოლიომელიტის აცრას უკუჩვენება 2 მილიონში ერთ ბავშვზე აქვს, მაგრამ რისკი გამართლებულია. აცრის გარეშე, 600 000 გადარჩებოდა ცოცხალი. ესაა ინდუსტრიალიზაციის თანმდევი დაავადება, რომელსაც ქალაქში მცხოვრები და ქალაქთან შემხებლობაში მყოფი ადამიანები ვერ დავუსხლტებოდით.p.s. ისტორია ისეთი უცნაური რამეა, მუდმივად იმეორებს საკუთარ თავს.