18.01.2025

რუსთავის ციხეში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

დღეს რუსთავის N17 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ხანძარი გაჩნდა. რუსთავის ციხეში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

„N17 პენიტენციურ დაწესებულებაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ დროისთვის ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და 11 სახანძრო მანქანაა მობილიზებული.

სასჯელაღსრულების N17 დაწესებულებაში ხანძარი 14:20 საათზე სამზარეულოში გაჩნდა.

აღსანიშნავია, რომ სამზარეულო მსჯავრდებულების საცხოვრებელი კორპუსიდან მოშორებით მდებარეობს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს საპროტესტო აქციების 2დღე: დარბევა, ძალადობა მედიაზე და ბრძოლა ევროპული მომავლისთვის

გასული ორი დღე საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება როგორც მძიმე პოლიტიკური კრიზისისა და ძალადობრივი დარბევის პერიოდი. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img