29.04.2024
- Advertisement -spot_img

სალომე ზურაბიშვილი – აბსურდია, როცა პრეზიდენტს ბრალს სდებ საზოგადოების დაყოფაში, მაშინ, როცა ის რუსთაველზე გამოჩნდა

ამ ურთულესს პერიოდში, დღეს მაინც გავახილოთ თვალი და შევიგნოთ თუ რა ხდება ჩვენს თავს. ყველა ერთად აზრზე მოვიდეთ, ჩავდგეთ ამ ახალ კალაპოტში და ქვეყანას ვაჩვენოთ გეზი და გზა! გამოვასწოროთ ის, რაც წინსვლის და წარმატების გზაზე გვაფერხებს. ერთიანობა ჩვენი ერთადერთი გამოსავალია! – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე განცხადებით, აბსურდია, როცა პრეზიდენტს ბრალს სდებ საზოგადოების დაყოფაში, მაშინ, როცა ის რუსთაველზე გამოჩნდა იმისათვის, რომ საქართველო წარმოედგინა.

„წარმოედგინა ყველა, ვინც პოლიტიკური პლაკატების გამო არ მივიდა და ვინც უბრალოდ ვერ მივიდა. ამავდროულად, პრეზიდენტი, რუსთაველზე მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტის მასპინძლად წარდგა, როგორც ამას ქართული ზრდილობა მოითხოვს! ეს დაყოფა კი არაა, ეს ეროვნული თანხმობის პირველი გამოხატულებაა! ვისაც ეს არ ესმის, ერის ხმაც არ ესმის! პოლიტიკოსებმა თუ ვერა, საზოგადოებამ ეს ყველაფერი მშვენივრად გაიგო. და დროა ყველამ გაიგოს, რომ პრეზიდენტი არც ერთი პოლიტიკური ძალის კუთვნილება არაა და არც მეორეს კუთვნილება გახდება. ის ასრულებს მხოლოდ და მხოლოდ ინაუგურაციაზე დადებულ პირობას: „კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებით ვიღებ პასუხისმგებლობას, ვიყო ყველას პრეზიდენტი, ყველა საქართველოს მოქალაქის პრეზიდენტი“ . პრეზიდენტის ინსტიტუტს მხოლოდ პატივისცემა არ ჰყოფნის, მასთან თანამშრომლობა აუცილებელია, მითუმეტეს ამ ურთულეს პერიოდში. ომი უკრაინაში, ევროკავშირის ახალი მიდგომები, საქართველოს ადგილი ამ ცვლილებების ფონზე, საფრთხეები და მზადყოფნა… ეს ის თემებია, რომლებიც ნებისმიერ ქვეყანაში განხილვის და მსჯელობის საგანი იქნებოდა და უნდა იყოს, არა მხოლოდ მთავრობის წიაღში, არამედ მთავრობასა და პრეზიდენტს შორის, პარლამენტში უმრავლესობასა და სხვადასხვა ოპოზიციას შორის“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img